საქართველოში COVID-19-ის 10 ახალი შემთხვევიდან 4 სატვირთოს მძღოლია - გამყრელიძე

პუბლიკა

19 ივნისს განახლებული ინფორმაციით,  საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების  10 შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 1028-მდე გაიზარდა.  ინფორმაცია stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 4-ით გაიზარდა და ჯამში 899-ია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, 10 ახალი შემთხვევიდან 6 ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი პირია,  4 – სატვირთო ავტომანქანის მძღოლი.

„გუშინ დადასტურებული რვა შემთხვევიდან ორი პირის ინფიცირების პირველწყაროს მოსაძიებლად კი ეპიდკვლევა გრძელდება“, – აცხადებს გამყრელიძე.

Stopcov.ge-ის მონაცემებით, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე. კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 15 პაციენტი გარდაიცვალა. კარანტინის რეჟიმში 5687 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 232.