საქართველოში COVID-19-ით ინფიცირების 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, ჯამში 794

პუბლიკა

STOPCOV.GE-ზე დღეს დილით განახლებული მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვს 11 ადამიანი დაემატა და 794 შეადგინა.

მათ შორის გამოჯანმრთელებულია 624 ადამიანი. გარდაცვლილია 12, კარანტინში მოთავსებულია 2494 ადამიანი. სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება 301 პაციენტი. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ საქართველოს 3 მოქალაქე გადმოიყვანეს.