საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე ქემალ ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვა

პუბლიკა

თურქეთის არჩევნებისთვის საქართველოში გახსნილ საარჩევნო უბნებზე თურქეთის პრეზიდენტობის ოპოზიციონერმა კანდიდატმა, ქემალ ქილიჩდაროღლუმ გაიმარჯვა. საინფორმაციო სააგენტო „ანადოლუს“ პარალელური დათვლის შედეგებით, საქართველოში გახსნილ უბნებზე ოპოზიციამ მოიგო როგორც საპრეზიდენტო, ისე საპარლამენტო კენჭისყრა.

სააგენტოს ინფორმაციით, საქართველოში გახსნილია საარჩევნო ყუთების 100%. საქართველოში მყოფი თურქეთის მოქალაქეთა შორის აქტივობამ 44%-მდე შეადგინა.   ქემალ ქილიჩდაროღლუს 63.58% აქვს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს კი 31.34%.

რაც შეეხება საერთო მონაცემებს, თურქეთის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში ამ დროისთვის დათვლილია ხმების 99.38%. არსებული მონაცემებით, ვერცერთი კანდიდატი ვერ ცდება 50%-იან ზღვარს და სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.