საქართველოში კიდევ ერთი მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

დღეს, დილით, საქართველოში კიდევ დაფიქსირდა მიწისქვეშა ბიძგები. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრა თბილისის დროით 04:12 საათზე, თიანეთიდან ჩრდილო-დასავლეთით 29 კმ-ში, სოფელ ლუთხუბთან მოხდა.

მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრე 3.3 მაგნიტუდას შეადგენდა.