საქართველოში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის ათი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

აღნიშნული მონაცემებით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1 351 შემთხვევაა დადასტურებული.

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, 2 ინფიცირებულის წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიება გრძელდება.

„დაგვემატა 10 ახალი დადასტურებული შემთხვევა და არის 1351. ათი დადასტურებული შემთხვევიდან 1 პაციენტის წყარი არის ლენჯერი, 1 პაციენტის წყარო ქობულეთი, კაფე „ჰავანა“. ერთი პაციენტის წყარო დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია. 4 შემოტანილი შემთხვევაა, აქედან ერთი სატვირთო ავტომანქანის მძღოლია, ერთი ინფიცირებული სამედიცინო პერსონალია, 2 ინფიცირებულის წყაროს დასადგენად კონტაქტების მოძიება გრძელდება“, – განაცხადა ეზუგბაიამ.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 17 პაციენტი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 7 597 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 249.