საქართველოში კორონავირუსის 28 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
განახლებული მონაცემებით, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა კიდევ 15 პაციენტი.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1596;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 1294;
- გარდაიცვალა – 19;
- კარანტინის რეჟიმში – 6250;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 289;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 41.