საქართველოში კორონავირუსის 3 ახალი შემთხვევა დადასტურდა

პუბლიკა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით გაიზარდა. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ StopCov.ge-ზე განახლდა. უცვლელია covid-19-ისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი.

StopCov.ge-ს განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 642;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 349;
  •  გარდაიცვალა – 11;
  • კარანტინის რეჟიმში – 4600;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 413;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.