საქართველოში კორონავირუსის 7 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 25 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
განახლებული მონაცემები ასეთია:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1469;
- მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1221;
- მათ შორის გარდაცვლილი – 19;
- კარანტინის რეჟიმში – 5924;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 209;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.