საქართველოში კორონავირუსის 8 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 6 პაციენტი

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ინფორმაცია stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 1455 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელდა კიდევ ექვსი პაციენტი – განკურნებულთა რაოდენობა სულ 1196-ს შეადგენს.