კორონავირუსის დადასტუსტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა. 21 მაისის დილის მონაცემებით, მთელ საქართველოში კორონავირუსის 721 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 10-ით გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 721;
- აქედან გამოჯანმრთელდა – 485;
- გარდაიცვალა – 12;
- კარანტინის რეჟიმში – 3519;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351;
- უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.