საქართველოში კორონავირუსის დადასტუსტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა, გამოჯანმრთელებულთა რიცხვი - 10-ით

პუბლიკა

კორონავირუსის დადასტუსტურებული შემთხვევების რაოდენობა 8-ით გაიზარდა. 21 მაისის დილის მონაცემებით, მთელ საქართველოში კორონავირუსის 721 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება. 10-ით გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რიცხვიც. მონაცემები რამდენიმე წუთის წინ stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 721;
  • აქედან გამოჯანმრთელდა – 485;
  • გარდაიცვალა – 12;
  • კარანტინის რეჟიმში – 3519;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 351;
  • უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქე – 3.