საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა - ჯანდაცვის მინისტრი

პუბლიკა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ  ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა დაფიქსირდა. მინისტრის თქმით, ინფიცირებული პირი საქართველოს მოქალაქეა და ის ირანიდან საქართველოში აზერბაიჯანის  გავლით შემოვიდა. პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოში იმყოფება და მკურნალობას გადის.

ტიკარაძის განცხადებით, პაციენტი საბაჟოდან პირდაპირ გადაიყვანეს სამედიცინო დაწესებულებაში და მას პირდაპირი შეხება სხვა პირებთან არ ჰქონია. მინისტრის თქმით, ირანთან მიმოსვლა ორი კვირით შეიზღუდება. მისივე თქმით, საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა არ არსებობს.

„არ არსებობს ეპიდემიური საფრთხე და არც სწავლის შეწყვეტა იგეგემება. პირბადეებზე გვქონდა მომწოდებლებსა და სააფთიაქო ქსელთან კომუნიკაცია და ჩვენ დავეხმარებით მათ, რომ ქსელში შემოიტანონ“, – აცხადებს ტიკარაძე.