საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების 11% მძიმეა, ხოლო 2% – კრიტიკული – NCDC

პუბლიკა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციის შეასხებ სტატისტიკურ მონაცემებს აქვეყნებს.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირების სულ 3 913 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის, 218 ახალი შემთხვევაა, 2291 კი – აქტიური . გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1574-ია, რაც 40%-ს შეადგენს. გარდცვლილია 22 ადამიანი.

სულ ჩატარებულია 568 307 ტესტი. PCR-ტესტირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე 152 898-ია. უცხოეთიდან საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია 41 პაციენტი. კარანტინში 4 988 ადამიანი იმყოფება.

ცენტრის ინფორმაციით, კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტების 87% მსუბუქი ან საშუალო სიმძიმისაა, 11%-მძიმე, ხოლო 2% – კრიტიკული.

დღეს საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. დღესვე ცნობილი გახდა, რომ ქვეყანაში კიდევ 2 ადამიანი გარდაიცვალა.

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელი, მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ ახალინფიცირებული 218 პაციენტიდან

  • 137 გამოვლინდა აჭარაში.
  • თბილისი – 47;
  • სამეგრელო-ზემო სვანეთი – 6;
  • იმერეთი – 26;
  • გურია – 2.