საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 95

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 2 ადამიანი გამოჯანმრთელდა. სულ 95 გამოჯანმრთელებული ადამიანია. რაც შეეხება ახალ შემთხვევებს, დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 402-მდე გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 402
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 95
  • გარდაცვლილი – 4
  • კარანტინის რეჟიმში – 4782
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 503
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3