საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 პაციენტი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 20 ადამიანი გამოჯანმრთელდა და მათი რიცხვი 724 გახდა.

რაც შეეხება ახალი ინფიცირების შემთხვევებს, stopcov.ge-ზე ამ კუთხით მონაცემები ამ დილით არ განახლებულა. გუშინდელი მონაცემებით, კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 879 იყო.

ამ ეტაპისთვის stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 879;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 724;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14;
  • კარანტინის რეჟიმში – 2710;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 267;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3;