საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 184 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

ვებგვერდის ინფორმაციით, ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 539 შემთხვევაა დადასტურებული, მათ შორის გამოჯანმრთელდა 184 პაციენტი.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

კორონავირუსის შედეგად, ქვეყანაში ექვსი პაციენტი გარდაიცვალა.