საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 297 ადამიანი.
ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა.
განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:
- კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 626;
- აქედან გამოჯანმრთელებული – 297;
- გარდაცვლილი – 10;
- კარანტინის რეჟიმში – 4702;
- სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459;
- *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.