საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა, სულ - 297

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 9 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ჯამში გამოჯანმრთელებულია 297 ადამიანი.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა ხნის წინ განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა კი 3-ით გაიზარდა.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 626;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 297;
  • გარდაცვლილი – 10;
  • კარანტინის რეჟიმში – 4702;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.