საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი ადამიანი გამოჯანმრთელდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge-ზე არის განთავსებული.

შესაბამისად, ქვეყანაში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 703-ს შეადგენს.

რაც შეეხება კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევებს, აღნიშნული მონაცემები ვებგვერდზე არ შეცვლილა და მათი რაოდენობა კვლავ 851-ია.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ზოგადი სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 851
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 703
  • მათ შორის გარდაცვლილი – 14
  • კარანტინის რეჟიმში – 2795
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 252
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3