საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების რაოდენობა 444-მდე გაიზარდა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 444-მდე გაიზარდა. მანამდე ეს მაჩვენებელი 431 იყო, შესაბამისად 13 ახალი შემთხვევაა დაფიქსირებული.

431-მდე ზრდა დღეს დილით დაფიქსირდა, 6 ახალი შემთხვევით. ანუ 24 საათის განმავლობაში სულ 19 ახალი შემთხვევა გვაქვს.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების საერთო სურათი კი ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 444
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 132
  • მათ შორის გარდაცვლილი – 5
  • კარანტინის რეჟიმში – 5888
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 571
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3