საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევები 170-მდე გაიზარდა

მინდია გაბაძე

საქართველოში დღეს კორონავირუსით ინფიცირების კიდევ 8 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ქვეყანაში ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა ამ დროისთვის 170-ია. მონაცემები ოფიციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა.

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სურათი ამ დროისთვის ასეთია:

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა –170;
მათ შორის გამოჯანმრთელებული – 36;
გარდაცვლილი – 1;
კარანტინის რეჟიმში – 5 067;
სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 330;