საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 626-მდე გაიზარდა

პუბლიკა

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა 3-ით გაიზარდა. მონაცემები stopcov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. გაზრდილია გამოჯანმრთელებულთა რაოდენობაც.

განახლებული მონაცემები ასე გამოიყურება:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 626;
  • აქედან გამოჯანმრთელებული – 297;
  • გარდაცვლილი – 10;
  • კარანტინის რეჟიმში – 4702;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 459;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 3.