საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 9 ადამიანი გარდაიცვალა. მონაცემები StopCov.ge-ზე რამდენიმე წუთის წინ განახლდა. დაინფიცირდა 569 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 329 პაციენტი.

აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, მათგან 5 აჭარაში გარდაიცვალა.

ერთი პაციენტი იყო 70 წლის, ჰქონდა კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის ათეროსკლეროზული დაავადება, გულის ქრონიკული უკმარისობა; მეორე იყო 78 წლის, ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2, აორტო კორონალური სტენტირება, ორივე ქვედა კიდურის ენდოპროტეზირება. მესამე პაციენტი იყო 57 წლის, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, გულის გაჩერება, არტერიული ჰიპერტენზია. აჭარის ჯანდაცვის ცნობით, მე-4 პაციენტი იყო 73 წლის, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ორმხრივი პნევმონია, რესპირაციული დისტრეს სინდრომი, შოკი, ფილტვის არტერიის თრომბოემბოლია, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, მე-5 კი გახლდათ 68 წლის, დიაგნოზი/ანამნეზი: კოვიდ 19, სუნთქვის მწვავე უკმარისობა, ესეციური ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა.

განახლებული მონაცემები ასეთია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 12 841;
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 6 867;
  • მათ შორის გარდაცვლილი – 102;
  • კარანტინის რეჟიმში – 5 590;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836;
  • კოვიდ სასტუმროში მყოფი პირები – 1 393;
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41.