საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-19 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი, მე-19 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ შექმნილ ვებგვერდ stopcov.ge-ზე გამოქვეყნდა.

დღეს საქართველოში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ინფიცირებულთა რაოდენობა 1 429-ს შეადგენს, გამოჯანმრთელდა 1150 ადამიანი.

გუშინ საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა. გარდაცვლილი 87 წლის ქალია და ექიმის ინფორმაციით, მას მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.