საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი გარდაიცვალა

პუბლიკა

საქართველოში კორონავირუსით მე-18 პაციენტი – გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია stopcov.ge-ზე განახლდა.

გარდაცვლილი 87 წლია ქალია და ექიმის ინფორმაციით, მას ბევრი მძიმე ქრონიკული დაავადებები ჰქონდა.

„შემოსვლის დღიდან იმყოფებოდა რეანიმაციულ განყოფილებაში და ითვლებოდა საქართველოში კოვიდინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთ ყველაზე მძიმე და კრიტიკულ პაციენტად. 87 წლის ქალი იყო, რუსთავის მიმდებარე ტრიტორიაზე მცხოვრები და ჰქონდა რაღაც კავშირები ლილოს კლასტერთან. შემოსვლის დღიდან იყო მართვის სუნთქვაზე, სუნთქვის მწვავე უკმარისობით, გულ-სისხლძარღვთა მწვავე უკმარისობით, სეფსისით, ჰქონდა ბევრი მძიმე თანმხლები ქრონიკული დაავადება“,- უთხრა სატელეფონი ჩართვისას „რუსთავი 2-ს“ მცხეთის სამხარეო სამედიცინო ცენტრის კლინიკურმა დირექტორმა, ლიკა მუმლაძემ.

24 აგვისტოს სტატისტიკური მონაცემები ამგვარია:

  • კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევა – 1421
  • მათ შორის გამოჯანმრთელებული – 1137
  • მათ შორის გარდაცვლილი – 18
  • კარანტინის რეჟიმში – 7005
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 255
  • *უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილი საქართველოს მოქალაქეები – 41