საქართველოში მცირე ინტერვალით 2 მიწისძვრა მოხდა

პუბლიკა

საქართველოში, რამდენიმე წუთის ინტერვალით ორი მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ცნობით, მიწისძვრის ეპიცენტრი ქალაქ ნინოწმინდიდან აღმოსავლეთით 23 -25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო.

პირველი, 3.1 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა, თბილისის დროით 20:04 საათზე მოხდა. მეორე, 3.0 (ML) მაგნიტუდის სიდიდის მიწისძვრა კი, თბილისის დროით 20:11 საათზე.