დღეს თბილისის დროით 10:08 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ეპიცენტრი ყვარლიდან აღმოსავლეთით 9 კმ-ში, სოფელი ახალსოფელი.
მიწისძვრა 4.2 მაგნიტუდის სიძლიერის იყო.
ცენტრმა მიწისძვრის შესახებ თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაცია მოგვიანებით დააზუსტა. ტექსტში ასახულია განახლებული ინფორმაცია.