საქართველოში მოქმედი „1 გასართობის“ დამფინანსებელი სანქცირებული „პერვი კანალია“ - TI

პუბლიკა

არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ტელეკომპანია „1 გასართობის“ (შპს „რ.ბ.ჯ) დამფინანსებელი სანქცირებული რუსეთის „პირველი არხია“ (Первый канал).

ორგანიზაციის ცნობით, ფინანსური შემოსავლების შესახებ ინფორმაცია კომუნიკაციების კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დოკუმენტის მიხედვით „1 გასართობს“ რუსეთის სახელმწიფო პროპაგანდისტულმა „პერვი კანალმა“ რეკლამაში 10 000-დან 500 000 ლარამდე გადაუხადა.

გასართობი არხი 2015 წლიდან მაუწყებლობს.