საქართველოში რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩამოვა, თუმცა თარიღი ჯერ ცნობილი არ არის

პუბლიკა

თურქეთის პრეზიდენტი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი საქართველოს ეწვევა, თუმცა თარიღი ჯერ შეთანხმებული არ არის – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს საქართველოში თურქეთის ელჩმა, ფატმა ჯერენ იაზგანმა განუცხადა.

„როდესაც საქართველოს წინა პრემიერ-მინისტრი გახარია ჩავიდა თურქეთში, 2018 წელს, მოლაპარაკებების დროს შეთანხმდნენ, რომ უნდა გამართულიყო მაღალი დონის სტრატეგიული საბჭოს შეხვედრა თურქეთში, რომელშიც თურქეთისა და საქართველოს მინისტრთა კაბინეტის წევრები მიიღებდნენ მონაწილეობას. ამის შემდეგ პრეზიდენტი ერდოღანი უნდა ჩამოსულიყო ვიზიტით საქართველოში გაზაფხულზე, მაგრამ დაიწყო პანდემია და ყველაფერი დაიხურა. ახლა ვცდილობთ თარიღის შეთანხმებას და ველოდებით, საქართველის მთავრობას და მათ განრიგს“, – განაცხადა ფატმა ჯერენ იაზგანმა საზოგადოებრივ მაუწყებელთან.