საქართველოში საარსებო შემწეობას 435 578 ადამიანი იღებს

პუბლიკა

სოციალური მომსახურების სააგენტოს 2023 წლის სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში საარსებო შემწეობას 435 578 ადამიანი იღებს. აქედან, 18 წლამდე ასაკის 172 417 ბავშვია.

გარდა ამისა, სექტემბრის მონაცემებით, საქართველოში 16 წლამდე ასაკის 226 328 ბავშვი 200-ლარიან საარსებო შემწეობას იღებს. ეს რიცხვი, დაახლოებით, ამ ასაკის ბავშვების რაოდენობის 25%-ზე მეტია. შესაბამისად, გამოდის, რომ საარსებო შემწეობას 16 წლამდე ასაკის ბავშვებიდან ყოველი მეოთხე იღებს.

რაც შეეხება ოჯახებს, საქართველოში საარსებო შემწეობა 122 416 ოჯახზე გაიცემა.