საქართველოში შერჩევითი სამართლის ნიშნები ნამდვილად არის - ომბუდსმენობის კანდიდატი

პუბლიკა

ომბუდსმენობის კანდიდატი, ქეთევან ჩაჩავა ამბობს, რომ საქართველოში შერჩევითი სამართლის ელემენტები ნამდვილად არის და ამ მხრივ „მთავარი არხის“ დამფუძნებლის ნიკა გვარამიას საქმე გამოყოფს. ამავდროულად მან იმედი გამოთქვა, გვარამიასთან დაკავშირებით პრეზიდენტი შეწყალების უფლებამოსილებას გამოიყენებს.

კომიტეტის სხდომაზე ქეთევან ჩაჩავას დეპუტატმა, ანა ნაცვლიშვილმა ჰკითხა: „როგორ ფიქრობთ, არსებობენ თუ არა საქართველოში უკანონო და/ან პოლიტიკური მოტივაციით დენვილი ან დაკავებული ადამიანები?“

„სტატუსთან დაკავშირებით შეგვიძლია, ვიმსჯელოთ, თუმცა, ვფიქრობ, რომ შერჩევითი სამართლის ელემენტები ნამდვილად არის. განსაკუთრებით, არ შემიძლია, არ აღვნიშნო გუშინდელი გადაწყვეტილება, რომელიც ძალიან სამწუხაროა და ძალიან დიდი იმედი მაქვს, შეწყალების უფლება, რომელიც აქვს საქართველოს პრეზიდენტს, იქნება გამოყენებული, ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით გვულისხმობ”, – განაცხადა ომბუდსმენობის კანდიდატმა.

LB loan image desktop LB loan image mobile