საქართველოში შესაძლოა პირბადეების წარმოება დაიწყოს. როგორც „პუბლიკას” ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, კონკრეტულმა ბიზნესკომპანიებმა გამოთქვეს ინიციატივა, პირბადეების წარმოებასთან დაკავშირებით. მათთან მოლაპარაკებებს რამდენიმე სახელმწიფო უწყება აწარმოებს.
უწყებაში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს პირბადეების შემომტანებთანაც.
„არიან კონკრეტული კერძო ბიზნესმენები, რომლებსაც აქვთ სათანადო დანადგარები და მათთან მიმდინარეობს მოლაპარაკება. ასევე მოლაპარაკება მიმდინარეობს პირბადეების შემოტანაზეც“, – აცხადებენ უწყებაში.