საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა რამდენიმე წუთის წინ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოში უკვე ჩამოვიდა მილიონი დოზა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინა.
„დღეს ჩვენ ჩამოგვივიდა მილიონი დოზა ვაქცინა, ესაა „სინოვაკის“ და „სინოფარმის“ ვაქცინები. მილიონი დოზა უკვე არის ადგილზე. ორშაბათიდან მზად ვართ დავიწყოთ მასობრივი ვაქცინაციის პროცესი“, – განაცხადა მან.
მისი თქმით, ქვეყანაში ივლისში შემოვა დამატებით კიდევ მილიონი დოზა ჩინური ვაქცინების – ნახევარი მილიონი დოზა „სინოფარმი” და ნახევარი მილიონი დოზა „სინოვაკი”. ასევე, მილიონი დოზა „ფაიზერი“, რომელზე შეთანხმებაც, მისი თქმით, უკვე მიღწეულია.