„ფაიზერი" ივლისიდან დაიწყებს ვაქცინების ეტაპობრივ მოწოდებას - პრემიერი

პუბლიკა

„ფაიზერი” ივლისიდან დაიწყებს ვაქცინების ეტაპობრივად მოწოდებას, – ამის შესახებ პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„ფაიზერთან” ჩვენი წარმატებული მოლაპარაკების შედეგად მივაღწიეთ შეთანხმებას, კონტრაქტი გაფორმებულია, ფული გადახდილი გვაქვს, მილიონი დოზის თაობაზე. „ფაიზერიც” ასევე ეტაპობრივად დაიწყებს უკვე ივლისიდან მოწოდებას აღნიშნული მილიონი დოზის. ჯამში ჩვენ ველოდებით, რომ წლის ბოლომდე 4 მილიონამდე დოზა ვაქცინას მივიღებთ”, – განაცხაად პრემიერმა.

მისივე თქმით, საქართველოში უკვე ჩამოვიდა მილიონი დოზა „სინოფარმისა“ და „სინოვაკის“ ვაქცინა.