საქართველოსთვის არ გვჭირდება ახსნა, რა არის რუსეთი, გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს - პოდოლიაკი

პუბლიკა

„უკრაინელებს საქართველოსთვის არ სჭირდებათ ახსნა, თუ რას ნიშნავს რუსეთი. ჩვენ ეს ვიცით. ისღა დაგვჩენია ეს აზრი მივიტანოთ დასავლეთის „მტრედებამდე“. გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა twitter-ზე დაწერა.

პოდოლიაკის თქმით, ეს არის დაუსრულებული ბოროტება, რომელიც რუსეთმა 14 წლის წინ საქართველოში შემოჭრით დაიწყო.

„დაუსრულებელი ბოროტება ბრუნდება. 14 წლის წინ  შემოიჭრნენ საქართველოში, დაიპყრეს ქვეყნის გარკვეული ნაწილი და დაამყარეს თავიანთი კრიმინალური მონარქია. მაშინ რუსმა მტაცებლებმა პირველად გაუგეს სისხლს გემო. მსოფლიომ უპასუხა შეშფოთებით, “გადატვირთვით” და ჩრდილოეთის ნაკადი 2-ით. შესაბამისად, რუსეთმა დაიწყო უკრაინის ტერორი და აწარმოებს ჰიბრიდულ ომს მსოფლიოს წინააღმდეგ“, – წერს ის.

 

LB loan image desktop LB loan image mobile