სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2025 წლის I კვარტალში საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობამ 970.5 ათასს მიაღწია, რაც 1.3%-ით მეტია წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელზე.
საქსტატის ცნობით, ვიზიტორების ყველაზე დიდი რაოდენობა – 187.7 ათასი, დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციიდან, რაც ვიზიტორების ჯამური რაოდენობის 19.3%-ს შეადგენს.
მეორე ადგილზეა თურქეთი 16.5%-იანი წილით, ხოლო მესამეზე – სომხეთი 13.0%-იანი წილით.
ვიზიტების ყველაზე დიდი რაოდენობა განხორციელდა თურქეთის (225.3 ათასი), რუსეთის ფედერაციისა (219.3 ათასი) და სომხეთის (180.8 ათასი) მოქალაქეების მიერ.
საქსტატის ინფორმაციით, ვიზიტების ყველაზე დიდი ნაწილი – 42.2% დასვენების, გართობისა და რეკრეაციის მიზნით განხორციელდა.
მათივე ცნობით, ვიზიტების უმრავლესობა განხორციელდა თბილისსა და აჭარის ა/რ-ში, შესაბამისად, 665.7 ათასი და 301.8 ათასი ვიზიტი.