საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა 2026 წლის იანვარ-ივნისის ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლები გამოაქვეყნა.
საქსტატის ინფორმაციით, 2026 წლის პირველ ნახევარში საქართველოში დაიბადა 17 509 ბავშვი, ხოლო გარდაიცვალა 22 224 ადამიანი.
სხვაობა დაბადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობას შორის -4715 კაცით განისაზღვრა.
ბუნებრივი მატების დადებითი მაჩვენებელი დაფიქსირდა თბილისსა (424) და აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში (330).

საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის პირველ 6 თვეში რეგისტრირებულია ქორწინების 10 006 და განქორწინების 6 095 შემთხვევა.
ყველაზე მეტი ქორწინება თბილისში აღირიცხა – 2993, შემდეგ მოდის იმერეთი (1466), ქვემო ქართლი (1302) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა (1144)
საქსტატის ცნობით, განქორწინების ყველაზე მეტი შემთხვევაც დედაქალაქში დაფიქსირდა – 2130, შემდეგ იმერეთში (968), ქვემო ქართლსა (674) და სამეგრელო-ზემო სვანეთში (554).

სტატისტიკის ეროვნული სამსახური აცხადებს, რომ დემოგრაფიული მაჩვენებლების დაზუსტებული მონაცემები 2027 წლის მარტის ბოლოს გამოქვეყნდება.