საქსტატი: საქართველოში 9 თვეში მშენებლობის 7 802 ნებართვა გაიცა

პუბლიკა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საქართველოში 2019 წლის იანვარ-სექტემბერში გაცემულია 7 802 ნებართვა  5621,7 ათასი კვ.მ. ფართობის შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.

სამსახურის ცნობით, ნებართვების 71,0% მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ, ჩასატარებელი სამშენებლო სამუშაოების 49,2% თბილისზე, 11,0% – აჭარაზე და 10,8% – ქვემო ქართლის რეგიონზე.

საქსტატი წერს, რომ აღნიშნულ 9 თვეში ნებართვა გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროების, სავაჭრო ობიექტების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე. ნებართვებში შედარებით დიდი წილით წარმოდგენილია მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსები. დამთავრებული მშენებლობების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 3 რეგიონზე. კერძოდ: 36,2% თბილისზე, 14,4% კახეთის რეგიონზე, ხოლო 9% – ქვემო ქართლზე.

2019 წლის იანვარ-სექტემბერში ექსპლუატაციაში მიიღეს 1923,7 ათასი კვ.მ. ფართობის 1802 ობიექტი.

LB loan image desktop LB loan image mobile