საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ინფორმაციით, წინა თვესთან შედარებით აპრილში ფასები შემცირებულია.
საქსტატის განახლებული მონაცემების მიხედვით, 2023 წლის აპრილში, წინა თვესთან შედარებით, ინფლაციის დონემ საქართველოში -0.7 პროცენტი, ხოლო წლიური ინფლაციის დონემ 2.7 პროცენტი შეადგინა.
მათი ცნობით, მარტის თვესთან შედარებით, ფასები შემცირებულია შემდეგ ჯგუფებში:
- სურსათი და უალკოჰოლო სასმელები -2.1%
- საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი -0.3%
- ავეჯი, საოჯახო ნივთები, სახლის მოვლა -1.1%
- ტრანსპორტი -2.0%
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის მიხედვით კი ფასები გაიზარდა:
- ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო 0.2%
- ტანსაცმელი და ფეხსაცმელი 2.1%
- ჯანმრთელობის დაცვა 0.9%
- კავშირგაბმულობა 0.1%
- სასტუმროები, კაფეები და რესტორნები 0.6%
- სხვადასხვა საქონელი და მომსახურება 1.4%
ხოლო ფასები უცვლელი დარჩა ისეთ სფეროებში, როგორიცაა დასვენება, გართობა და კულტურა, ასევე, განათლება.