სექტემბერში ბოსტნეული 7.6%-ით, კვერცხი და რძის პროდუქტები 4.6%-ით, ხილი 2%-ით გაძვირდა - საქსტატი

პუბლიკა

2022 წლის სექტემბერში წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონე საქართველოში 0.8%, ხოლო წლიური ინფლაციის დონე 11.5%-ია.

წინა თვესთან შედარებით, სექტემბერში ფასები გაიზარდა, რძეზე, კვერცხსა და რძის პროდუქტებზე, ასევე ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე, ხილსა და თევზეულზე. სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფზე ფასები, მთლიანობაში, 1.7%-ით გაიზარდა:

  • ბოსტნეული და ბაღჩეული  7.6%;
  • რძე, ყველი და კვერცხი  4.6%;
  • მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები   2.3 პროცენტი%;
  • ხილი და ყურძენი  2%;
  • თევზეული  1.4%.

ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე:

  • შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული  -1.4%;
  • ზეთი და ცხიმი  -1.1%.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ყველაზე დიდი ზრდა ფასებში განათლების სექტორში დაფიქსირდა. გასულ თვესთან შედარებით მატება აქ 7.5%-ია.

დასვენების, გართობისა და კულტურის სექტორში კი სექტემბერში ფასები 3.9%-ით გაიზარდა. 1.5%-ით გაიზარდა ფასები ფეხსაცმელსა და ტანსაცმელზე.

აგვისტოსთან შედარებით, როგორც „საქსტატი“ წერს, ფასებმა იკლო ჯანდაცვის სფეროში (-2%), ასევე შემცირდა ხარჯები ტრანსპორტის ჯგუფში (-1.3%).

წინა წლის სექტემბერთან შედარებით, ყველაზე დიდი ინფლაცია სურსათისა და უალკოჰოლო სასმელებს ჯგუფში ფიქსირდება, რომელშიც ფასები 17.6%-ით გაიზარდა, შემდეგ მოდის სასტუმროების, რესტორნებისა და კაფეების ჯგუფი – 15.7%-ით და საცხოვრებელი, წყალი, ელ. ენერგია და აირის ჯგუფი – 12.2%-იანი ზრდით.

LB loan image desktop LB loan image mobile