სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 3 ქართული ფილმი მონაწილეობს

პუბლიკა

სარაევოს 29-ე საერთაშორისო კინოფესტივალის საკონკურსო პროგრამაში 3 ქართული ფილმი მონაწილეობს.

დოკუმენტური ფილმების საკონკურსო პროგრამაში აჩვენებენ ანნა ძიაპშიპას „ავტოპორტრეტი ზღვარზე“ და გიორგი ფარქოსაძის „რეკვიემი ზაფხულის სიცხიან დღეებს“.

მხატვრული ფილმების საკონკურსო პროგრამაში კი აჩვენებენ ელენე ნავერიანის ფილმს – „შაშვი შაშვი მაყვალი“.