სასამარათლო სისტემის რეფორმის დამკვიდრებული ხედვა შესაცვლელია - EMC და საია

პუბლიკა

8 ოქტომბერს, ვენეციის კომისიამ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შესახებ უახლეს საკანონმდებლო ცვლილებებზე მოსაზრებები გამოაქვეყნა.

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) და ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (GYLA) ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ორგანიზაციებში ამბიბენ, რომ  ვენეციის კომისია ფორსირებული პროცესის გარდა, კრიტიკული იყო ზოგადად, ქართული სასამართლო სისტემის მიმართ და მან ხაზი გაუსვა აქ არსებულ არაორდინალურ მდგომარეობას და პრობლემების სიმწვავეს.

„მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა თავად ითხოვა პროექტის შეფასება, იგი დასკვნას არ დაელოდა და პროექტი 30 სექტემბერს დაამტკიცა. როგორც მოსალოდნელი იყო, საკანონმდებლო ორგანოს ეს ნაჩქარევი ნაბიჯი უაყოფითად შეაფასეს როგორც თავად ვენეციის კომისიამ ასევე, ევროკავშირმა[2] და საქართველოს მონიტორინგის საკითხებში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) თანამომხსენებლებმა[3].

ვენეციის კომისიამ თქვა, რომ ქვეყნის სიტუაცია განსაკუთრებულია.[4] დასკვნაში ასევე ღიად არის აღნიშნული, რომ წარსული კონტექსტის გათვალისწინებით, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერ მოიპოვა საზოგადოებრივი ნდობა და აღიარება.[5]

მრავალწლიანი მცდელობების შემდეგ, ასეთი მკვეთრი შეფასებები აძლიერებს ქვეყნის შიგნით არსებულ კრიტიკას მართლმსაჯულების რეფორმის არჩეული გზის – რაც ფორმალურ-სამართლებრივ და ვიწროდ ლეგალისტურ ცვლილებებში გამოიხატება – მიმართ. ეს დღის წესრიგში კიდევ ერთხელ აყენებს სისტემური ცვლილებების საჭიროებას, “- ნათქვამია ორგანიზაციების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ორგანიზაციებში ამბობენ, მათთვის ცხადია, რომ უმრავლესობის პრინციპზე (მაჟორტარიზმზე) დამყარებული მართვის სისტემის ეფექტიანობა მხოლოდ უსამართლობის გამრავლებას და არსებული ძალაუფლების ცენტრების გაძლიერებას ემსახურება.

„ამიტომ, გამოსავალს გადაწყვეტილების მიღების ინკლუზიურ, კონსენსუსზე ორიენტირებულ მექანიზმებზე გადაწყობაში ვხედავთ. მოცემულ ეტაპზე ეს არის დღის წესრიგის ერთადერთი საკითხი, რომლის შესახებ მსჯელობაც შეიცავს იმგვარი გარდატეხის შანსს, რაც საბოლოოდ მართლმსაჯულებას არა კლანის, ან მმართველი პარტიის, არამედ საზოგადოების ინტერესების სასარგებლოდ აამუშავებს, “- ნათქვამია EMC-სა და საიას განცხადებაში.