სასამარლომ ჟურნლისტი ბექა ყორშია 2200 ლარით დააჯარიმა

პუბლიკა

„მთავარი არხის” ჟურნალისტი და ტელეწამყვანი ბექა ყორშია სასამართლომ 2 200 ლარით დააჯარიმა.

ბექა ყორშიას შსს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა.

ბექა ყორშია 7 დეკემბერს გამთენიისას დააკავეს.

„ნიღბიანები იყვნენ დაკავებისას, არ ვიცი გდდ იყო თუ სხვა განყოფილებიდან, მაგრამ როგორც თავად ამ პოლიციელმა, ვინც დამაკავა, აღნიშნა სასამართლოზე, თქვა, დაადასტურა, რომ მიცნო და ეს იყო საბოლოო ჯამში ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც გადაწყვიტა, რომ ავეყვანე. ძირითადად იყო სულ ჩემ სიუჟეტებზე ლაპარაკი. რატომ აკეთებ ამას, იმას რატომ დაურეკე, ამას რატომ დაურეკე… სულ ამაზე იყო ლაპარაკი“,- განაცხადა ბექა ყორშიამ „მთავარი არხის“ ეთერში.

ბექა ყორშიას შსახებ ინფორმაცია გაავრცელა სახალხო დამცველმაც, მან თქვა, რომ ყორშია იზოლატორში მოინახულა და მას ფიზიკური დაზიანებები არ ჰქონია.