სასამართლო დაპატიმრებაზე გადაწყვეტილებას ან მიიღებდა, ან არა, ორივე ვარიანტზე გვჭირდებოდა პოზიციის ჩამოყალიბება | კობახიძე

პუბლიკა

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელთან კრისტიან დანიელსონთან „ქართული ოცნების“ წარმომადგენლების შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ირაკლი კობახიძეს ნიკა მელიას დაკავებასთან დაკავშირებით გიორგი გახარიასთან 17 თებერვალს გამართული საუბრის შესახებ დაუსვეს კითხვა.

ირაკლი კობახიძის თქმით, ნიკა მელიას დაპატიმრების საკითხზე გიორგი გახარიას პოზიცია 17 თებერვლის 17:00 საათზე შეიცვალა. ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ „რუსთავი 2“-ის ეთერში ისაუბრა.

“წარმოიდგინეთ, რომ თქვენ ხართ მმართველი პარტია, პოლიტიკური გუნდი და იცით, რომ ერთ საათში იმართება სასამართლო პროცესი, სადაც უნდა იყოს მიღებული გადაწყვეტილება პოლიტიკოსის პატიმრობასთან დაკავშირებით. წინასწარ იმსჯელებთ თუ არ იმსჯელებთ ამაზე? პასუხი მარტივია – რა თქმა უნდა წინასწარ იმსჯელებთ. დანარჩენი სპეკულაციაა და არ შეიძლება ასეთი მარტივი საკითხიდან გამოაცხოთ სპეკულაციები. ჩვენ ვიცოდით, რომ მიიღებდა დაპატიმრების ან არდაპატიმრების შესახებ გადაწყვეტილებას და ბუნებრივია ორივე ვარიანტთან დაკავშირებით ჩვენ გვჭირდებოდა ჩვენი პოლიტიკური პოზიციის ჩამოყალიბება.“ – განაცხადა კობახიძემ.