სასამართლოს გუშაგი: ე.წ ვეტინგი, სავარაუდოდ, 59 მოსამართლეს შეეხება და არა – ყველას

პუბლიკა

ორგანიზაცია სასამართლოს გუშაგი ხსნის, ვის შეეხება ე.წ ვეტინგი, ანუ მოსამართლეთა კეთილსინდისერების შემოწმება, რომელიც ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით არის რეკომენდებული.

ჩანაწერის თანახმად, უნდა შეიქმნას კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმების სისტემა, რომელშიც ჩაერთვებიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებსაც ამ პროცესში ექნებათ გადამწყვეტი როლი, რათა შემოწმდეს კანდიდატებისა და სასამართლო სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობებზე უკვე დანიშნული პირების კეთილსინდისიერება.

საქართველოს ხელისუფლება აცხადებს, რომ ე.წ ვეტინგი კონსტიტუციას ეწინააღმდეგება. კეთილსინდისიერების შემოწმებას არ ეთანხმებიან ე.წ კლანის წევრებად მიჩნეული მოსამართლეები. აშშ-ის მიერ სანქცირებული მოსამართლის, ლევან მურუსიძის თქმით, შემოწმება ყველას შეეხება.

თუმცა, როგორც „სასამართლოს გუშაგი” განმარტავს, იგულისხმება ყველა წამყვან პოზიციაზე მყოფი პირის, კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრების, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და სასამართლოების თავმჯდომარეების კეთილსინდისიერების შემოწმება.

შესაბამისად, ევროკავშირის რეკომენდაციის საფუძველზე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება მხოლოდ რამდენიმე ათეული მოსამართლე და არა ყველა მათგანი.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ნინო ბაქაქურსა და ზურაბ ძლიერიშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურებათ მიმდინარე წლის ოქტომბერში, ხოლო ეკა გასიტაშვილს – 2025 წლის ივლისში. ევროკავშირის შეფასებებისა და პირობების შესაბამისად, ლოგიკურია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას მხოლოდ უვადოდ არჩეული მოსამართლეები დაექვემდებარებიან:

1. ნინო ქადაგიძე – თავმჯდომარე
2. გიორგი მიქაუტაძე – თავმჯდომარის მოადგილე
3. შალვა თადუმაძე – თავმჯდომარის მოადგილე
4. მერაბ გაბინაშვილი
5. ვლადიმერ კაკაბაძე
6. რევაზ ნადარაია
7. თამარ ოქროპირიძე
8. გენადი მაკარიძე
9. მაია ვაჩაძე
10. გოჩა აბუსერიძე
11. მამუკა ვასაძე
12. ნუგზარ სხირტლაძე
13. ლაშა ქოჩიაშვილი
14. მირანდა ერემაძე
15. გიორგი გოგიაშვილი
16. ბიძინა სტურუა
17. ლევან მიქაბერიძე
18. თეა ძიმისტარაშვილი
19. ლევან თევზაძე
20. ნინო სანდოძე
21. ამირან ძაბუნიძე
22. ქეთევან ცინცაძე
23. ლალი ფაფიაშვილი
24. თამარ ზამბახიძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრები

ევროკავშირის პირობის თანახმად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ექვემდებარებიან კეთილსინდისიერების შემოწმების მექანიზმს. ვინაიდან ნინო ქადაგიძე, ქეთევან ცინცაძე, ლევან მიქაბერიძე კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარებიან, როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა სიაში არ ვუთითებთ მათ გვარებს.

1. ნიკოლოზ მარსაგიშვილი – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი
2. ლევან მურუსიძე
3. დიმიტრი გვრიტიშვილი
4. თემურ გოგოხია
5. ბადრი შონია
6. პაატა სილაგაძე

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები

ვინაიდან საქართველოს პრეზიდენტის მიერ დანიშნულ არამოსამართლე წევრს, თამარ ღვამიჩავას უფლებამოსილების ვადა რამდენიმე თვეში ეწურება, შესაბამისად, შემოწმება უნდა გავრცელდეს მომავალში დასანიშნ კანდიდატზე.

კეთილსინდისიერების საგანგებო შემოწმება უნდა გავრცელდეს პარლამენტის მიერ არჩეულ არამოსამართლე წევრებზე:
  1. გიორგი გზობავა
  2. ტრისტან ბენაშვილი
  3. ზურაბ გურასპაშვილი
  4. ლევან ნემსაძე
  5. გოგა კიკილაშვილი
სასამართლოების თავმჯდომარეები

1. მიხეილ ჩინჩალაძე – თბილისის სააპელაციო სასამართლო
2. ირაკლი ბონდარენკო – ქუთაისის სააპელაციო სასამართლო
3. ვასილ მშვენიერაძე – თბილისის საქალაქო სასამართლო
4. ნიკოლოზ მარგველაშვილი – ქუთაისის საქალაქო სასამართლო
5. ეკატერინე კულულაშვილი – ბათუმის საქალაქო სასამართლო
6. დავით გელაშვილი – ფოთის საქალაქო სასამართლო
7. მამია ფხაკაძე – რუსთავის საქალაქო სასამართლო
8. როინ კახიძე – ამბროლაურის რაიონული სასამართლო
9. ანაიტ ოგანესიან – ახალციხის რაიონული სასამართლო
10. არარატ ესოიან – ახალქალაქის რაიონული სასამართლო
11. გიორგი გრატიაშვილი – ბოლნისის რაიონული სასამართლო
12. კობა გოცირიძე – გორის რაიონული სასამართლო
13. ნანა ჩალათაშვილი – გურჯაანის რაიონული სასამართლო
14. შოთა ნიკურაძე – ზესტაფონის რაიონული სასამართლო
15. ირაკლი აბშილავა – ზუგდიდის რაიონული სასამართლო
16. ვლადიმერ ხუჭუა – თეთრიწყაროს რაიონული სასამართლო
17. მარინე ცერცვაძე – თელავის რაიონული სასამართლო
18. მორის (ვაჟა) ფუხაშვილი – მცხეთის რაიონული სასამართლო
19. ლევან მეშველიანი – სამტრედიის რაიონული სასამართლო
20. ივანე ყიფიანი – საჩხერის რაიონული სასამართლო
21. ლევან ნუცუბიძე – სენაკის რაიონული სასამართლო
22. გიორგი ბუხრაშვილი – სიღნაღის რაიონული სასამართლო
23. მევლუდ ხათაშვილი – ხაშურის რაიონული სასამართლო
24. გოჩა ფუტკარაძე – ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო

ორ სასამართლოს – ცაგერის რაიონული სასამართლოს და ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლე არ ჰყავს.

„სასამართლოს გუშაგი” მიუთითებს, რომ სასამართლოების კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეები კონკრეტულად არ არის ნახსენები ევროკავშირის პირობებში. თუმცა, აღნიშნულია, რომ კეთილსინდისიერების შემოწმებას უნდა დაექვემდებარონ სასამართლო სისტემაში წამყვან პოზიციებზე მყოფი პირები. ამის გათვალისწინებით, თბილისის სააპელაციო სასამართლო, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებიც უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმებას.

ვინაიდან ზოგიერთი კოლეგიის/პალატის თავმჯდომარე საბჭოს წევრია და ზოგიერთ სასამართლოში კოლეგიას/პალატას არ ჰყავს თავმჯდომარე, ასეთ შემთხვევაში, ამ ეტაპის მონაცემებით, საჭირო იქნება მხოლოდ რამდენიმე მოსამართლის კეთილსინდისიერების შემოწმება:

  1. ირაკლი შენგელია – თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე, სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე
  2. მალხაზ ოქროპირაშვილი – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე
  3. სერგო მეთოფიშვილი – თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიის თავმჯდომარე

შესაბამისად, კეთილსინდისიერების შემოწმებას ექვემდებარება საქართველოს არა ყველა, არამედ 59 პირი, რომლებსაც უკავიათ წამყვანი პოზიციები სასამართლო სისტემაში, შესაბამისად წინამდებარე (სავარაუდო) სია სწორედ ამ პრინციპით იქნა შედგენილი.