სასამართლოს გუშაგი: ჩვენი დამკვირვებელი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არ შეუშვეს

პუბლიკა

„სასამართლოს გუშაგი“ წერს, რომ მათი დამკვირვებელი, მეგი შამათავა არ შეუშვეს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. ასევე, ორგანიზაციის განცხადებით, სხდომაზე მესამე სექტორის არც სხვა წარმომადგენლები შეუშვეს.

განცხადებაში ნათქვამია, რომ დამკვირვებელს უთხრეს, რომ შესვლა „არ შეიძლებოდა”, თუმცა მიზეზი არ განუმარტეს.

„სასამართლოს გუშაგის” დამკვირვებელი მეგი შამათავა იუსტიციის უმაღლეს საბჭოში  არ შეუშვეს. სხდომაზე დასწრება ვერც მესამე სექტორის სხვა წარმომადგენლებმა შეძლეს. მანდატურმა  შესვლის პირველ მცდელობაზე განაცხადა, რომ დამკვირვებლები შენობაში შესვლას მხოლოდ საბჭოს სხდომის დაწყების შემდეგ შეძლებდნენ. მეორედ შესვლის მცდელობაზე მანდატურებს ჰქონდათ დაუსაბუთებელი განმარტებები – ამბობდნენ,  რომ სხდომაზე დასწრება “არ შეიძლება”, თუმცა შეზღუდვის მიზეზს ვერ ასახელებდნენ. სხდომა 18:00 საათზე უნდა დაწყებულიყო, თუმცა ამ დრომდე არ დაწყებულა. შენობაში ხელახალი შესვლის მცდელობისას მანდატურებმა განაცხადეს,  რომ რადგან სამუშაო საათები დასრულდა,  დამკვირვებლები იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ვეღარ შევლენ. ცნობისთვის:„საქართველოს სასამართლოს გუშაგის“ წარმომადგენლები თითქმის 2 წელია,  იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს აკვირდებიან. დასწრებასთან დაკავშირებით პრობლემები 25 აპრილს დაიწყო, როცა შენობაში”, – ვკითხულობთ განცხადებაში.