თბილისის საქალაქო სასამართლომ 6 თებერვალს დაკავებული სამი სტუდენტი სამართალდამრღვევად ცნო.
მათი საქმეები ერთმანეთის პარალელურად სხვადასხვა მოსამართლემ განიხილა.
ესტონეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლემ, ზვიად ცეკვავამ გიორგი ბარბაქაძეს სიტყვიერი გაფრთხილება გამოუცხადა.
2000-2000 ლარით დააჯარიმეს ლუკა ხიზაძე და აჩი გოჩიტაშვილი.
გადაწყვეტილებები ასევე დასანქცირებულმა ნინო ენუქიძემ და ლელა ცაგარეიშვილმა მიიღეს.