სასამართლომ დამნაშავედ ცნო მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედებაში - PHR

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ ცნობით, თბილისის საქალაქო სასამართლომ დამნაშავედ სცნო ფეხბურთის მწვრთნელი 12 წლის მოსწავლის მიმართ ჩადენილ გარყვნილი ქმედების ოთხივე ეპიზოდში.

მას 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

„გარყვნილი ქმედება გამოიხატებოდა სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ხელით შეხებასა და კოცნაში“,- ნათქვამი ორიგიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საქმეზე ორგანიზაციის იურისტები  თამარ გაბოძე და ანა თავხელიძე მუშაობენ.