PHR: მოვიგეთ საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე

პუბლიკა

ორგანიზაცია „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ განცხადებით, PHR-მა მოიგო საქართველოში პირველი საქმე სპორტში ქალების, მათ შორის არასრულწლოვანი გოგოების მიმართ სექსუალურ შევიწროებაზე. მათივე ცნობით, მოსამართლემ სრულად დააკმაყოფილა მორალური ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაც.

ორგანიზაციის შეფასებით, ეს გადაწყვეტილება დასაწყისია საქართველოში ათლეტი ქალებისთვის უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

PHR სამართლებრივ დახმარებას უწევდა ქალთა საფეხბურთო კლუბის 9 ფეხბურთელს, მათ შორის, ერთი არასრულწლოვანია.

PHR-ის ცნობით, ორგანიზაცია იცავს 9 ქალი ფეხბურთელის ინტერესებს (მათ შორის, ერთი ბავშვის), რომელთა მიმართაც მწვრთნელმა კაცმა, სავარაუდოდ, განახორციელა სექსუალური შევიწროება, ძალადობა და თაღლითობა.