სასამართლოს „გავლენიანი ჯგუფი“ ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა - გახარია

პუბლიკა

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პარტია „საქართველოსთვის“ დამფუძნებელი გიორგი გახარია აცხადებს, რომ სასამართლოს „გავლენიანი ჯგუფი“ ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყაროა. ასე ეხმაურება გახარია მოსამართლეთა სანქცირებასა და ამაზე მისი ყოფილი გუნდის რეაქციას.

„საქართველოს ხელისუფლება მხარს უჭრეს სანქცირებულ მოსამართლეებს. ჩვენ ვხედავთ როგორ სახიფათოდ ფერმკართალდება გამყოფი ხაზი პარტიასა და სასამართლოს შორის.

ორივე – პარტია და სასამართლოს „გავლენიანი ჯგუფი“ არიან პოლიტიკური კორუფციისა და ივანიშვილის უკანონო ძალაუფლების წყარო, რომლებიც მიზანმიმართულად აზიანებენ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციასთან დაკავშირებულ ინტერესს“, – წერს გიორგი გახარია Twitter-ზე.